თეგი: საბანკო ასოციაცია

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება

საქართველოს საბანკო ასოციაცია VISA და Mastercard-ის მიერ რუსეთში საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთი მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები. დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც“,– ნათქვამია განცხადებაში. Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ

საქართველოს საბანკო ასოციაცია: უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ

საქართველოს საბანკო ასოციაცია უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს საბანკო სექტორის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. „საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას: ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებსა და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე. უკრაინის მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის საკომისიოს ბანკები დაფარავენ. ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო